თანამედროვე ცხოვრების სწრაფი რიტმის ადეკვატურადშეიქმნა სწორედ ე.წ. ფასტ ფუდი - სწრაფი კვება, რომელიცმართლაც ეხმარება უამრავ ადამიანს დროის ეკონომიაში. ბავშვები ხომ აღფრთოვანე-ბულიც კი არიან გარეთკვებით. მათ ძალიან მოსწონთ სწრაფი კვების როგორც პროდუქტები, ასევე პროცესი. მაგრამ სწრაფ კვებასთავისი მომხიბვლელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, უარყოფითი მხარეც აქვს. ის მავნებელია. მით უმეტეს,თუ სისტემატური ხასიათი აქვს. ამიტომ უნდა შევეცადოთ, მოვძებნოთ კომპრომისი! ფასტ ფუდი სულაც არარის ამერიკელების გამოგონილი, როგორც მიაჩნიათ. სწრაფი კვების მოყვარულნი ჯერ კიდევ ძველირომაელები იყვნენ, რომელთა სახლებშიც ყოველთვის როდი იყო სამზარეულოები. სამაგიეროდ ხშირადმიდიოდნენ ბაზარში, სადაც მიირთმევდნენ კვერებს ყველით, მწვანილით ან ხორცით, რომლებსაცგადასხმული ჰქონდა ზეითუნის ზეთი. ამგვარი კვებით არც ავადმყოფობდნენ და არც სუქდებოდნენ. მთავარიკი ის გახლდათ, რომ პროდუქტები ნატურა-ლური და ახალი იყო და თანაც, სამკურნალო ზეითუნის ზეთითშეზავებული. ფასტ ფუდის თანამედროვე მწარმოებლები ზეითუნის ზეთს, სამწუხაროდ, არ სწყალობენ და"სწრაფ საკვებს" მავნებელი მარგარინით ამზადებენ. კარგად დაფიქრდით, თქვენი შვილი ბავშვობიდანვეროგორ საკვებს ეჩვევა - დედიკოს ხელით დამზადებულ ხაჭაპურსა და გუფთას თუ ჰამბურგერს?მხედველობაში მიიღეთ, რომ ფასტ ფუდს ბავშვები სწრაფად ეჩვევიან, გამორჩეულად ამოიჩემებენ და იმისგამუდმებულ ახსნას, რომ კარტოფილი ფრი და გაზიანი სასმელები ჯანმრთელობისთვის მავნებელია, აზრი არაქვს.
Sunday, May 19, 2013
სწრაფი კვება და ჯანმრთელობა
ჩვენი ცხოვრების რიტმი იმდენად აჩქარებულია, რომ დიდსათუ პატარას ძალიან უჭირს დროის განაწილება. მით უმეტეს,თუ ქალი მუშაობს. რთული სამუშაო დღის შემდეგ მას აღარცდრო რჩება და აღარც ენერგია საიმისოდ, რომ მეორე დღისთვისკერძები მოამზადოს. ზოგჯერ კი თვით ოჯახის წევრებისყოველდღიური გრაფიკი ისეთი გადატვირთულია, თუნდაცგამზადებული კერძის მისართმევად შინ მისვლის დრო არცრჩებათ. ამიტომ დიდი თუ პატარა, შეიძლება ითქვას,იძულებულია "გარეთ" იკვებოს.
Subscribe to:
Posts (Atom)