McDonalds


მაკდონალდსი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სწრაფი კვებაა, რომელსაც ყველა დიდი სიამოვნებით მიირთმევს. კომპანიას დღეს მთელს მსოფლიოში ათასობით ქსელი აქვს მაგრამ, პირველი მაკდონალდსი 1940 წელს გაიხსნა როდესაც ძმებმის მორის და რიჩარდ ("მაკ" და "დიკ") მაკდონალდსების მამამ საცხოვრებლად სან ბერნანდოში გადაინაცვლა. სწორედ აქ გაიხსნა პირველი მაკდონალდსის რესტორანი.
 თავდაპირველად მაკდონალდსს ეწოდებოდა "ცნობილი ბარბექიუ მაკდონალდსი" და რესტორანი კლიენტებს სთავაზობდა 40 სხვადასხვა კერძის დამზადებას ბარბექიუზე. 
გარკვეული დროის შემდეგ, ძმებმა შეამჩნიეს რომ შემოსავალი მხოლოდ ჰამბურგერების გაყიდვიდან შემოდიოდა და გაამარტივეს მენიუ, ყიდიდნენ ჰამბურგერებს, ჩიზბურგერებს, კარტოფილ ფრის, მილკშეიკს, ტკბილ სასმელებს და ვაშლის ღვეზელებს. შემდეგ კი განაახლეს რესტორანის სახელი და მას უბრალოდ უწოდეს "მაკდონალდსი". რესტორანი ამ სახელით მსოფლიოს 1948 წელს მოევლინა. მაგრამ, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.. ამის შემდეგ კომპანიამ მრავალ წარმატებას მიაღწია, ახლა მაკდონალდში წამში 75 ან მეტ ჰამბრუგერს ჰყიდის. 
1953 წელს მაკდონალდსის რესტორნები განახლებული დიზაინით გაიხსნა არიზონაში და ინდოეთში შემდეგ კი, სან ბერნანდოში ორიგინალი რესტორანიც გადაკეთდა ახალ დიზაინში. მაკდონალდსმა 1958 წელს 100 მილიონი ჰამბურგერი გაყიდა 1 წელში კი, კომპანიის მესაე ობიექტი გაიხსნა, ამავე წელს მაკდონალდსის რეკლამირება დაიწყო. 

No comments:

Post a Comment